geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია პირველკურსელთა რეგისტრაციის შესახებ

ძვირფასო პირველკურსელებო, გიზიარებთ ინფორმაციას რეგისტრაციის შესახებ:

ხელშეკრულების გაფორმების ვადები:

7-14 სექტემბერი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. თსუ, VI კორპუსი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N8).

 

ხელშეკრუკლების გასაფორმებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი (3X4);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • არასრულწლოვან პირველკურსელს საჭიროა თან ახლდეს მშობელი/მეურვე, რომელმაც უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
თარიღი: 04/09/2026